ქარ | ENG

ჩვენ შესახებ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი დაარსდა საქართველოს მოქალაქე, საფინანსო სექტორში დიდი გამოცდილების მქონე სამი ფიზიკური პირის მიერ 2012 წელს და ოპერირებს ეროვნული ბანკის N1101 განკარგულების შესაბამისად.

ორგანიზაცია აფინანსებს მიკრო და მცირე მეწარმეებს, ასევე ფიზიკურ პირებს მათი პირობების გასაუმჯობესებლად, ბიზნესის დასაწყებად და განვითარებისთვის. ასევე კრედექსი გეგმავს ფილიალების ქსელის განვითარებას თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის მისია არის მოემსახუროს მოსახლეობის როგორც დაბალშემოსავლიან, ისე მაღალშემოსავლიან ფენებს, დაამყაროს მათთან ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობები და ამით ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას საქართველოში.

აღნიშნული მისიის მისაღწევად კომპანიის მიზანია ეფექტური და მრავალფეროვანი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება ბიუროკრატიული პროცედურების მინიმიზაციის გზით.

მენეჯმენტი

ზურაბ ახალაია

აღმასრულებელი დირექტორი

1994 წწ. - წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით.

ავსტრიის, ამერიკის გერმანიის, საბერძნეთის და სხვა წამყვანი ქვეყნების სასწავლო ინსტიტუტებში გავლილი აქვს სემინარები და სასწავლო პრაქტიკები ფინანსებში.

1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს ბანკში სხვადასხვა თანამდებობებზე, იყო სავალუტო, საკრედიტო, საოპერაციო, კორპორატიული კლიენტურის დეპარტამენტების დირექტორი.

2000 წლიდან 2004 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე - ფინანსური დირექტორი.

2000 წლიდან 2005 წლამდე იყო საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურო საბჭოს წევრი.

 

 

ზურაბ რუსია

უფროსი საკრედიტო ექსპერტი

სხვადასხვა დროს მუშაობდა ქ. მოსკოვსა და ქ. თბილისში სატრანსპორტო და სავაჭრო კომპანიების ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.

2007 - 2011 წლებში მუშაობდა თიბისი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ექსპერტად.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსში ხელმძღვანელობს საკრედიტო სამსახურს და არის საკრედიტო კომიტეტის წევრი.

 

 

ხათუნა მამალაძე

იურიდიული სამსახურის უფროსი

აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს პროკურატურის და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები.

2004 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა საარბიტრაჟო სასამართლოში.

2002 წლიდან გააჩნია საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საფინანსო ინსტიტუტებში იურიდიული სამსახურის უფროსად.

2012 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსში ხელმძღვანელობს იურიდიულ სამსახურს, არის საკრედიტო კომიტეტის წევრი.

 

 

ნინო თავდიშვილი

მთავარი ბუღალტერი

მუშაობდა საქართველოს ბანკის ვაკე-საბურთალოს ფილიალის მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.