სასარგებლო ინფორმაცია
ხელშეკულებების ნიმუშები
- სამომხმარებლო (ბიზნეს) არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების ნიმუში
- სამომხმარებლო (ბიზნეს) ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების ნიმუში
- თავდებობით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების ნიმუში
- სამომხმარებლო არაუზრუნველყოფილი სესხის პირობები
- სამომხმარებლო ქონებით უზრუნველყოფილი სესხის პირობები
- ბიზნეს არაუზრუნველყოფილი სესხის პირობები
პერსონალური მონაცემების დამუშავება
კრედექსის პერსონალური მონაცმების დაცვის ოფიცერი- მაკა ჭოხნელიძე, მობ:577643861, ელ ფოსტა: mchokhnelidze@credex.com.ge
კრედექსის სასესხო, სავალუტო და სხვა ფინანსური პროდუქტების ოპერაციების შიდა სააღრიცხვო–ანალიტუკურ პროგრამულ უზრუნველყოფაში პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი პირია შპს მისო „კრედექსი“, მის, ქ. თბილისი, ჭაბუკიანის ქ.N7, ტელ 2981010, ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შპს „აითი კონსალტინგი“ ს/კ 412732823, მის; ქ. ქუთაისი თამარ მეფის ქ.N54 ,ტელ: 593327893, 595950404
კრედექსის ვებ გვერდზე დისტანციური იდენტიფიკაციისას პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი პირია მისო კრედექსი, ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს Identomat Inc (ს/ნ (SR 20204194256; certificate of incorporation n7977895)), მისამართი: 60 Hazelwood Dr, Champaign, IL 61820 USA, mail: david@identomat.com
ტელ: 577999984,
სმს საინფორმაციო და სარეკლამო შეტყობინებების დაგზავნისას პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი პირია მისო კრედექსი, ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ:
შპს „გლობალსელი“ (ს/კ 204567085), ქ.თბილისი, მელიქიშვილის ქ. N18, ტელ: 559005909
შპს „მაგთიკომი“, ს/კ 204876606, ქ.თბილისი , პოლიტკოვსკაის ქ N7, ტელ: 2170000, 110011
შპს „აითი კონსალტინგი“, ს/კ 412732823, მის: ქ. ქუთაისი თამარ მეფის ქ.N54 ,ტელ: 593327893, 595950404
წერილობით ფორმით შეტყობინების გაგზავნისას პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი პირია მისო კრედექსი, ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შპს ‘საქართველოს ფოსტა’ (ს/კ 203836233), ქ.თბილისი, ვაგზლის მოედანი N2, ტელ: 559005909
ზოგადი ინფორმაციისთვის
კანონის შესაბამისად პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
მონაცემთა დამუშავებად მიიჩნევა − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.
კანონიერება
პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში კომპანია სრულად ითვალისწინებს კანონს „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“, ასევე კომპანია ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობის ფარგლებში მიღებულ სხვადასხვა კანონს, ნორმატიულ აქტს, საერთაშორისო რეკომენდაციებს, ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, საქართველოს მთავრობის დადგენილებებს და სხვა კანონის მოთხოვნის შესაბამის დოკუმენტს.
ინფორმაციის შეგროვების მიზანი
კრედექსის პერსონალური მონაცემების დამუშავების/შეგროვების მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთან ერთჯერადი მომსახურეობის, საკრედიტო და სხვა ხელშეკრულებითი გარიგების დადება.
მონაცემები გროვდება იმისათვის, რომ კომპანიამ შეძლოს მომხმარებლისთვის:
- მომსახურეობის გაწევა (მაგ: სასესხო ხელშეკრულება, გარიგება, ვალუტის გადაცვლა, ფულადი გზავნილი და ა.შ)
- მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
- კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევების და მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის და აუდიტორული კომპანიებისთვის მონაცემების ხელმისაწვდომობა.
პერსონალური მონაცემების შეგროვების შემდეგ კომპანია შეძლებს მომხმარებლის:
- საკრედიტო გადახდისუნარიანობის შეფასებას და ანალიზს
- მომხმარებლის იდენტიფიცირება/ვერიფიფიკაციას
- საქმიანობის და შემოსავლის ინფორმაციის დამუშავებას
- რისკის შეფასება და განსაზღვრას
- სხვა დამატებითი ინფორმაციის დამუშავებას, რაც შესაძლოა მოთხოვნილი იყოს კანონის ფარგლებში.
შპს მისო კრედექსის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია:
- ნებაყოფლობითი თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
- მომსახურების გაწევა;
- კომპანიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
რა მონაცემი შეიძლება დამუშავდეს
ჩამოთვლილი ინფორმაციები შესაძლოა ნაწილობრივ ან სრულად იყოს საჭირო კონკრეული მომხმარებლის, ოპერაციის ტიპის, ტრანზაქციის, გარიგების და სხვა შესაბამისი მიზნის მისაღწევად კომპანია კრედექსის პროცედურების მიხედვით. (მაგ: სასესხო ხელშეკრულება, გარიგება, ვალუტის გადაცვლა, ფულადი გზავნილი და ა.შ)
- სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, ინფორმაცია შემოსავლის შესახებ -( ხელფასი, გზავნილი, ბონუსი, დანამატი, დივიდენდი, ავანსი, იჯარა და სხვა დამატებითი ინფორმაცია/საბუთი რაც იქნება პირის ფინანსური და საქმიანობის ინფორმაციის შემცველი.), სამსახურის დასახელება, თანამდებობა, ბიზნეს საქმიანობა, ქონებრივი მდგომარეობა, მისამართი ფაქტობრივი/იურიდიული, ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია, ოჯახური გადახდისუნარიანობის ანალიზი, საკრედიტო ისტორია, ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია,. ( და სხვა დამატებითი ინფორმაცია/საბუთი რაც იქნება პირის ფინანსური და საქმიანობის ინფორმაციის შემცველი). ინფორმაცია განათლების შესახებ, ინფორმაცია ოჯახის წევრების (ოჯახური მდგომარეობა, შვილები) და საკონტაქტო პირების შესახებ. ინფორმაცია სოციალური სტატუსის შესახებ, მოქალაქეობა ( და სხვა დამატებითი ინფორმაცია/საბუთი რაც იქნება პირადი მონაცემის შემცველი). საბუთი - პირადობის მოწმობა, საერთაშორისო პასპორტი, მართვის მოწმობა, მანქანის ტექ პასპორტი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სახელფასო ამონაწერი, გზავნილების ამონაწერი, საიჯარო ხელშეკრულება, შემოსავლების სამსახურის დეკლარაციები, შემოსავლის შესახებ ინფორმაცია და თითოეულ მათგანზე ასახული ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ და სხვა დამატებითი საბუთი/ხელშეკრულები რაც იქნება კონკრეტული მომხმარებლისთვის მიზნის მისაღწევად გონივრული დასაბუთების შესაძლებლობა. ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები - საჯარო წყაროებში თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია, სამეწარმეო რეესტრის, საჯარო რეესტრის, საჯარო საარჩევნო სიებში არსებული ინფორმაცია, და სხვა ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში კანონიერად არის ხელმისაწვდომი.ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც უკავშირდება კლიენტს და რითიც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება ან/და გამორჩევა ან/და დაჯგუფება და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღება.
მონაცემების შენახვის ვადა
კომპანიაში შესული მონაცემების შენახვის ვადა განისაზღვრება კანონმდებლობის შესაბამისად.
მომხმარებლის უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს - კანონმდებლობის შესაბამისად, მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე, ასევე მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს მისო კრედექსი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც შესაძლოა შეიზღუდოს პერსონალურ მონაცემთა დაუყოვნებლივი წაშლის შესაძლებლობა. დამუშავება პასუხისმგებელ პირს აქვს უფლება, უარი თქვას სუბიექტის მოთხოვნაზე, თუ კანონის შესაბამისად არსებობს საფუძველი მონაცემების აუცილობლობისა (ხელშეკრულება, გარიგება, ვალდებულება და სხვ.) აღნიშნული ფაქტის დადგომის შემთხვევაში, სუბიექტს განემარტება უარის თქმის სამართლებრივი მიზეზი.
უფლებების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.