მისია და მიზანი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი დაარსდა საქართველოს მოქალაქე, საფინანსო სექტორში დიდი გამოცდილების მქონე სამი ფიზიკური პირის მიერ 2012 წელს და ოპერირებს ეროვნული ბანკის N1101 განკარგულების შესაბამისად. 
 
ორგანიზაცია აფინანსებს მიკრო და მცირე მეწარმეებს, ასევე ფიზიკურ პირებს მათი პირობების გასაუმჯობესებლად, ბიზნესის დასაწყებად და განვითარებისთვის. ასევე კრედექსი გეგმავს ფილიალების ქსელის განვითარებას თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის მისია არის მოემსახუროს მოსახლეობის როგორც დაბალშემოსავლიან, ისე მაღალშემოსავლიან ფენებს, დაამყაროს მათთან ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობები და ამით ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას საქართველოში.

აღნიშნული მისიის მისაღწევად კომპანიის მიზანია ეფექტური და მრავალფეროვანი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება ბიუროკრატიული პროცედურების მინიმიზაციის გზით.